Express-ის სახასიათო დიზაინის ექსტერიერი, C ფორმის LED განათება და ერგონომიული ინტერიერი, კომფორტული და ამავდროულად, მაქსიმალურად მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. ისიამოვნეთ ინტერიერის სივრცითა და შესაძლებლობებით, რაც მოიცავს: 17 სათავსოს (54ლ) და 5 სავარძელს.
წინა ბამპერი
ავტომობილის წინა ბამპერის ელეგანტური დიზაინი აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.
LED განათება
Express-ს გააჩნია C ფორმის LED განათება, რომელიც Renault-ის ავტომობილების დიზაინის განუყოფელი ნაწილია.
ერგონომიული სივრცე
ინტერიერში ერგონომიული მიდგომების დამსახურებით, ავტომობილში სივრცე ისეა განაწილებული, რომ მძღოლს გაუმარტივდეს ყველა საჭირო ტექნოლოგიისა თუ აქსესუარის წამებში მოძებნა. 17 შესანახი სივრცე (54 ლ.), Easy Link-ის მულტიმედიური სისტემა და 8 დუიმიანი მონიტორი კი მორგებულია თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებზე.
ფართო ინტერიერი
ავტომობილი გამოირჩევა ფართო ინტერიერით, სადაც 5 კომფორტული სავარძელი დაგხვდებათ.
კლასში საუკეთესო ტევადობა
Renault Express გამოირჩევა თავის კლასში ყველაზე ფართო გვერდითა კარითა(71.6 სმ.) და საბარგულის ტევადობით (800 ლ-დან 3000 ლ-მდე).
აღჭურვა
კომფორტი და ინოვაცია
EASY LINK-ის მულტიმედიური სისტემა
EASY LINK-ის ტექნოლოგიის დახმარებით, Express მოგზაურობის უნიკალურ გამოცდილებას გთავაზობთ. მართეთ თქვენს სმარტფონში არსებული აპლიკაციები ავტომობილის 8 დუიმიან, სენსორულ მონიტორზე Apple Carplay™-სა და Android Auto™-ს ფუნქციების გამოყენებით.
უსაფრთხოების სისტემები
სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეთ, უსაფრთხოების სისტემები თქვენს დაცულ გადაადგილებას უზრუნველყოფს; ავტომობილი აღჭურვილია ელექტრონული სტაბილურობის კონტროლის, აღმართზე დაძვრისა და უხილავი ზონის დახმარე სისტემებით.
ყოველდღიური კომფორტი
Express გათვლილია თქვენი და თქვენი ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზე; ავტომობილი გამოირჩევა ინტერიერის სივრცის ფართობით, სათავსოების ტევადობითა (800 ლ.-დან 3000 ლ.-მდე) და მოსახერხებელი გვერდითი კარით.