NEW RENAULT DUSTER

რბილი ჰიბრიდი
New Renault Duster
საწყისი ფასი: 59700 ლარიდან
New Renault Duster

უკან მოიტოვე ყველაფერი   

რბილი ჰიბრიდი (130 ცხ. ძ.)   

SUV დახვეწილი დიზაინითა და მაღალი გამავლობით    

openR მულტიმედია 10.1” სენსორული ეკრანითა და 7’’ ციფრული ბორტკომპიუტერი   

ავტომობილი წარმოებულია რუმინეთში

ძრავის ტიპები
რბილი ჰიბრიდი, ბენზინი
130 ცხენის ძალა
რბილი ჰიბრიდი
4x4
ამძრავი თვლები 4x4-ზე
გამორჩეული ჰიბრიდული ძრავით

რბილი ჰიბრიდი 1,2 (130 ცხ. ძ.). ამძრავი თვლები 4x4-ზე. ბენზინი 1,3 (150 ცხ.ძ) 4x2 ხელმისაწვდომია 2025 წლიდან   

ხელმისაწვდომია მხოლოდ რბილი ჰიბრიდის (130 ცხ.ძ.) 1.2 4x4 ვერსიაზე 



ძლიერი და გამძლე SUV
ახალი Renault Duster გამოირჩევა უნიკალური დიზაინითა და ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა: რენოს წარწერა წინა ცხაურზე, სახურავის მოდულარული რეილინგი ორი პარამეტრით და მაღალი გამავლობა, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე რთული რელიეფის შემთხვევაში.
4x4-ზე, მეტი ვიდრე უბრალოდ SUV
ახალი Renault Duster არ არის უბრალოდ SUV ავტომობილი. საბურავების გაზრდილი ზომები, კიდევ უფრო მაღალი კლირენსი და  4x4 სისტემის მუშაობის 5 რეჟიმი, მოგზაურობისას უსაზღვრო თავგადასავლების შესაძლებლობას გაძლევთ. 4x4 ხელმისაწვდომია რბილი ჰიბრიდის ძრავზე.

რბილი ჰიბრიდი

გამოცადე მართვის სიამოვნება 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და ახალი თაობის ელექტროგადამცემი სისტემით, რომელიც ენერგიის აღმდგენი ელემენტის დახმარებით, საწვავის მოხმარებას 10%-მდე ამცირებს.  

130 hp (96 kW )მაქსიმალური სიმძლავრე   
გადაცემათა კოლოფი  
6-საფეხურიანი მექანიკური  
CO2 გამონაბოლქვი WLTP  

129გრ/კმ-დან   WLTP (Worldwide Harmonized Light Vehicles Test Procedure)-ის მიხედვით, განსხვავებულია მოდელების ვერსიებისა და სპეციფიკაციების მიხედვით.    საწვავის მოხმარება  
5.7 ლ/100კმ WLTP (Worldwide Harmonized Light Vehicles Test Procedure)-ის მიხედვით, განსხვავებულია მოდელების ვერსიებისა და სპეციფიკაციების მიხედვით.
ბენზინი

Renault Duster-ს, 150 ცხენის ძალითა და 4-ცილინდრიანი 1.3 ტურბირებული ძრავით⁴, შეუძლია 250 ნმ ბრუნვის აჩქარება. ხოლო ავტომობილის 7-საფეხურიანი EDC ავტომატური გადაცემათა კოლოფი, სიჩქარის მყისიერი შეცვლით, უზრუნველყოფს კომფორტულ და დინამიკურ გადაადგილებას.    

მაქსიმალური სიმძლავრე   150 hp (113 kW )  
გადაცემათა კოლოფი  7-საფეხურიანი ავტომატური
CO2 გამონაბოლქვი WLTP  147გრ/კმ-დანWLTP (Worldwide Harmonized Light Vehicles Test Procedure )-ის მიხედვით, განსხვავებულია მოდელების ვერსიებისა და სპეციფიკაციების მიხედვით.    
საწვავის მოხმარება  6.5 ლ/100 კმWLTP პროტოკოლის მიხედვით, შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელებისა და  ვერსიების მიხედვით.

მულტიმედია

თანამედროვე ტექნოლოგია

მულტიმედია 10.1” სენსორული ეკრანით

დააკავშირეთ თქვენი სმარტფონი ავტომობილთან და მართეთ ტელეფონში არსებული აპლიკაციები ავტომობილის მულტიმედია 10.1” სენსორულ მონიტორზე Android Auto™ და Apple CarPlay™-ს ფუნქციების გამოყენებით.
მულტიმედია 10.1” სენსორული ეკრანით
Renault Duster - openR 10.1" multimedia touchscreen

დააკავშირეთ თქვენი სმარტფონი ავტომობილთან და მართეთ ტელეფონში არსებული აპლიკაციები ავტომობილის მულტიმედია 10.1” სენსორულ მონიტორზე Android Auto™ და Apple CarPlay™-ს ფუნქციების გამოყენებით.    

7’’ ციფრული ბორტკომპიუტერი
Renault Duster - 7" digital colour instrument cluster

 ადევნეთ თვალი მგზავრობისას საწვავის მოხმარების და E-Tech ელექტროგადამცემი სისტემასთან დაკავშირებულ მონაცემებს ახალი Renault Duster-ის 7-დიუმიან ფერად ეკრანზე. ბორტკომპიუტერზე ნაჩვენებია 4x4 სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციაც, მათ შორის: კომპასი, დახრის კუთხე და სხვა.    

*4x4 სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ რბილი ჰიბრიდის ძრავის ვერსიაში
სმარტფონის უსადენო დამტენი
Renault Duster - wireless charging
სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეთ, ახალი Renault Duster-ით მოგზაურობისას, თქვენი სმარტფონი  მუდამ დატენილია. გადაცემათა კოლოფის გვერდით მდებარე უსადენო დამტენის განყოფილების გამოყენება შეიძლება გასაღების, ხურდისა თუ ბარათების შესანახად.
პანორამული ხედვის კამერა
Renault Duster - multiview camera
ავტომობილის ოთხი კამერა განაპირობებს სივრცის 360-გრადუსიან ხედვას და გარემოს სრულ აღქმას.

YouClip სისტემა

YouClip დამაგრების სისტემა
YouClip (დამაგრების) სისტემა ავტომობილში ჩაშენებული 8 ფიქსირებული წერტილით (6 სტანდარტული, 2 აქსესუარის). YouClip-ზე თქვენ შეგიძლიათ დაამაგროთ საკიდი, ტაბლეტის საკიდი და მრავალფუნქციური ჭიქის ჩასადები "სამი ერთში".

ავტომობილით მგზავრობისას

ფართო შიდა სივრცე პრაქტიკული გამოყენებისთვის
საბარგული
არაუმეტეს 594 ლიტრისა
*ზომები მოცემულია VDA სტანდარტების მიხედვით და დამოკიდებულია ძრავზე
მოდულარობა
60/40 დასაკეცი უკანა სავარძელი

შესანახი სივრცე
28.9 ლ. თქვენი ყოველდღიური ნივთებისა და აქსესუარების შესანახად

პირველ რიგში უსაფრთხოება

17-მდე უსაფრთხოების პარამეტრი