MASTER

თქვენს საჭიროებებზე მორგებული ფურგონი
Reanault MASTER
94 500 ლარიდან

*დღგ-ს ჩათვლით

შექმნილი ყოველდღიურობის გამარტივებისათვის
ახალი Renault MASTER სრულად პასუხობს თქვენს საჭიროებებს; ვერტიკალური წინა ნაწილი და LED განათებები ხაზს უსვამს ავტომობილის დიზაინის თანამედროვე სტილს; მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიები და აღჭურვის ფართო სპექტრი კი გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას. ძრავის ეფექტურობა და მუშაობის ხარისხი MASTER-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობებია.
Renault MASTER van exterior
ამერიკული სტილის სატვირთო მანქანით შთაგონებული დიზაინი
კიდევ უფრო ელეგანტური! ისიამოვნეთ ავტომობილის ახალი დიზაინითა და მრავალფეროვანი ფუნქციებით.
Renault MASTER van interior
წინა და უკანა ხედვის კამერა
მართეთ ავტომობილი თავდაჯერებულად წინა და უკანა ხედვის კამერითა და მულტიმედიური ეკრანის დახმარებით.
Renault MASTER tablete EasyLife
სამუშაო სივრცე, სადაც არ უნდა იყოთ
ავტომობილს გააჩნია 105 ლიტრამდე შესანახი სივრცე და ტევადი სანივთე უჯრა. ინტერიერში დაგხვდებათ: პორტატული მაგიდა (Easy Life) და მისი დამჭერი, სმარტფონის უსადენო დამტენი, მულტიმედიური ეკრანი და ბევრი სხვა აქსესუარი, რაც თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას მეტად კომფორტულს გახდის.
Renault MASTER van exterior
გაუმჯობესებული მართვადობა
ავტომობილის ძრავა მეტ სიმძლავრესა და საუკეთესო მართვადობას უზრუნველყოფს.

აღჭურვა

ავტომობილის ყველა დეტალი შექმნილი თქვენი ყოველდღიურობის გამარტივებისათვის!

MASTER van interior
ინტერიერის ჭკვიანი აქსესუარები
 ახალი MASTER-ის ინტერიერში დაგხვდებათ ყველა საჭირო ტექნოლოგია თუ აქსესუარი კომფორტული მუშაობისთვის:
  • პორტატული მაგიდა (Easy Life) და დიდი ზომის ჭიქის დამჭერი
  • უჯრა (Easy Life)
  • სმარტფონის უსადენო დამტენი
  • 2 მგზავრის დასაკეცი სკამი, მოძრავი მაგიდით და რეგულირებადი სავარძლით
  • პორტატული მაგიდის დამჭერი და 105 ლიტრამდე შესანახი სივრცე
  • მულტიმედიური სენსორული ეკრანი R-LINK Evolution ან Media Nav Evolution                  
    MASTER easy load
    განსაკუთრებული კომფორტი ტვირთის გადატანისას
     დაზოგეთ დრო და ენერგია და გამოიყენეთ ახალი MASTER ნებისმიერი ტვირთის გადასაზიდად. ავტომობილის პრაქტიული დიზაინის წყალობით, თქვენს ტვირთს ყოველთვის კარგად მიუდგებით; ფურგონის თითოეული დეტალი, როგორიცაა ტვირთის შესანახ ზონაში დამჭერი სახელურები და LED განათება და ბევრი სხვა, თქვენს კომფორტულ მუშაობაზეა გათვლილი.    
        MASTER Rear View
        მართვის სასიამოვნო გამოცდილება
        ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმისთვის, რომ შევქმნათ მართვის საუკეთესო გამოცდილება!  იმგზავრეთ მშვიდად და კომფორტულად ახალი MASTER-თან ერთად. გაიმარტივეთ ყოველდღიურობა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. ავტომობილში დაგხვდებათ:
        • უკანა ხედვის დამხმარე სისტემა(RVA)
        • გვერდითი ქარის მიმართ მდგრადობა (SWA)
        • ბრმა ზონების სენსორი (BSW)
        • პარკირების დამხმარე სისტემა (UPA)


                     

            ძრავა და გაწევა

            შეარჩიეთ ძრავა თქვენი ბიზნესის საჭიროებების მიხედვით

            MASTER engines
            ძრავების ფართო არჩევანი
            ახალი MASTER გთავაზობთ ძრავების ფართო არჩევანს 150 ცხენის ძალამდე. ავტომობილი გათვლილია კიდევ უფრო მეტ დატვირთვაზე და ამავდროულად, მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას.
            Renault MASTER traction
            ტვირთის გადატანა
            ახალი MASTER ნებისმიერ რელიეფზე ტვირთის გადაზიდვისთვის იდეალური არჩევანია. ავტომობილის თანამედროვე ტექნოლოგიები დაგეხმარებათ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში.