Renault MASTER

აირჩიეთ აღჭურვა და აქსესუარები კატეგორიის მიხედვით

სერთიფიცირებული
Renault MASTER  mobile office
კომფორტული სამუშაო სივრცე
ავტომობილის ინტერიერში დაგხვდებათ ყველა საჭირო აქსესუარი კომფორტული მუშაობისთვის; მოძრავი მაგიდა იდეალურია ლეპტოპისა თუ სხვა ტექნიკის გამოსაყენებლად. ხოლო ტევადი უჯრების წყალობით, ყოველდღიური მუშაობისთვის საჭირო ხელსაწყოები ყოველთვის ახლოს გექნებათ.
Renault MASTER Easy Life tablet and king-size cup holder
პორტატული მაგიდა (Easy Life) და დიდი ზომის ჭიქის დამჭერი
პორტატული მაგიდის დახმარებით, ერთ სივრცეში შეგიძლიათ როგორც კომპიუტერში მუშაობა, ისე შესვენების დროს წახემსება. ჭიქის დამჭერი კი ცხელი თუ ცივი სასმელების დოკუმენტებზე დაღვრის რისკისგან დაგიცავთ.
Renault MASTER tempered sliding Easy Life drawer
სანივთე უჯრა
10.5 ლ. მოცულობის სანივთე უჯრაში თავისუფლად შეგიძლიათ შეინახოთ ყველა ის ნივთი, რომელიც გჭირდებათ: საბუთები, სალონის სისუფთავისთვის საჭირო პროდუქტები და სხვა.*
Renault MASTER induction smartphone charger
მუდამ სრულად დამუხტული სმარტფონი
უსადენო დამუხტვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, თქვენი სმარტფონი სადენისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დამუხტოთ, სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეთ. 
Renault MASTER a range of storage
ტევადი სათავსოები
ახალი MASTER-ის ინტერიერი გამოირჩევა სათავსოების ტევადობით; ავტომობილს გააჩნია 105 ლიტრამდე შესანახი სივრცე და სანივთე უჯრა.
უსაფრთხოება
Renault MASTER rear View Assistance
უკანა ხედვის სისტემა
ისარგებლეთ უკანა ხედვის სისტემით (RVA), რომელიც ინოვაციაა ფურგონის კატეგორიაში. მისი დახმარებით, თქვენ მარტივად დაინახავთ უკანა გარემოს საშუალო და შორ დისტანციაზე.  სალონის წინა მხარეს დამონტაჟებულ ეკრანზე არსებული სისტემა ფუნქციონირებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მძღოლი მართავს ავტომობილს და უკანა კამერასთან ერტად, პარკირების პროცესს ამარტივებს.
Renault MASTER crosswind stability assist
გვერდითი ქარის მიმართ მდგრადობა
გვერდითი ქარის მიმართ მდგრადობის (SWA) ტექნოლოგია გათვლილია თქვენს უსაფრთხო მგზავრობაზე. ეს ტექნოლოგია ავტომობილის პირდაპირი მოძრაობის დროს აფიქსირებს  ქარით გამოწვეულ რხევებს და ზღუდავს მას ტრაექტორიის შესწორებით.
Renault MASTER blind spot warning
ბრმა ზონების სენსორი
იმგზავრეთ მშვიდად. თუ მგზავრობისას ბრმა ზონაში აღმოჩნდით, ავტომობილის სარკეებზე არსებული სენსორი შესაბამის გამაფრთხილებელ ნიშანს მოგემთ. სისტემა აქტიურდება 60-დან 140 კმ/სთ-მდე.
მულტიმედია და ტექნოლოგია
Renault MASTER pneumatic suspension
პნევმატიკური დაკიდების სისტემა
პნევმატიკური დაკიდების სისტემა სხვადასხვა ფუნქციის შესრულების შესაძლებლობას იძლევა; მისი დახმარებით, შესაძლებელია უკანა მხარეს დატვირთვის სიმაღლის რეგულირება; იგი ინარჩუნებს მუდმივ დონეს და დროებით ზრდის მიწასთან არსებულ დისტანციას.
Renault MASTER suspension seat
მძღოლის სავარძელი
გამოიყენეთ მძღოლის სავარძლის რეგულირების ფუნქცია და იმგზავრეთ კომფორტულად.
Renault MASTER front sensor and reversing camera
წინა სენსორი და კამერა
ავტომობილს გააჩნია ფუნქცია, რომელიც მგზავრობის დროს ახლომახლო არსებულ დაბრკოლებებზე გაფრთხილებთ. ინტერიერში არსებული ნავიგაციის ეკრანზე შესაძლებელია უკანა სივრცის დანახვა და ასევე, სენსორების მეშვეობით გაფრთხილების მიღება.
Renault MASTER rain and light sensor
სინათლისა და წვიმის სენსორი
სინათლისა და წვიმის სენსორი ავტომატურად ააქტიურებს ფარებს და საქარე მინის საწმენდს შესაბამის მომენტში. ღამის განმავლობაში ოპტიმალური ხილვადობისთვის კი ავტომატურად ირთვება ქვედა ფარები, იმის მიუხედავად, მოძრაობს თუ არა გზაზე სხვა ავტომობილი.
Renault MASTER systeme multimedia
მრავალფეროვანი მულტიმედიური სისტემები
  • მართეთ სმარტფონში არსებული მულტიმედია თქვენს ავტომობილში R-LINK Evolution-სა ან Media Nav Evolution-ის სენსორული ეკრანების დახმარებით
  • გამოიყენეთ R&Go აპლიკაცია მულტიმედიური სისტემების სმარტფონიდან სამართავად



აქსესუარები

Renault MASTER

Renault MASTER textile floor mats
ქსოვილის ფეხსაგები
სალონის ფეხსაგები დაიცავს თქვენი MASTER-ის იატაკს ჭუჭყისა და ტალახისგან.
Renault MASTER hub caps
საბურავის დისკის ხუფი
დახვეწილი დიზაინი.
Renault MASTER door sill
კარის დამცავი
იზრუნეთ თქვენს ავტომობილზე.
Renault MASTER documents holder
საბუთების შესანახი
შეინახეთ დოკუმენტები ავტომობილის სატვირთო სივრცეში.
Renault MASTER fire extinguisher
ცეცხლმაქრი
ცეცხლმაქრი დამონტაჟებულია მძღოლის სავარძლის უკან.
Renault MASTER reverse beep
უკუსვლის სიგნალი
ავტომობილის უკუსვლაზე ირთვება გამაფრთხილებელი სიგნალი.
გსურთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი Renault Master-თან ერთად?