Renault KOLEOS-ის ინტერიერი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით. ავტომობილის დიდი სივრცისა და ფართო, მრავალფუნქციური სალონის დამსახურებით, შეგიძლიათ კომფორტულად და თავისუფლად იმგზავროთ ყველგან, სადაც მოისურვებთ.
მძღოლის სავარძლის მასაჟის ფუნქცია
გარდა გაგრილებისა და გათბობის შესაძლებლობისა, ავტომობილის სავარძელს გააჩნია მასაჟის ფუნქციაც.
სავარძლის სიგრძის რეგულირების შესაძლებლობა
მეტი კომფორტისთვის, Renault KOLEOS აქვს წინა სავარძლის სიგრძის რეგულაციის შესაძლებლობა.
უკანა სავარძლის ოპტიმალური ზომა
ავტომობილს გააჩნია ოპტომალური შიდა სივრცის ფართობი და თავისუფლად იტევს რამდენიმე მგზავრს.
უკანა სავარძლის რეგულირება
Renault KOLEOS-თან ერთად დიდხნიანი მგზავრობაც კი არ იქნება დამღლელი! მგზავრებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის მოსახერხებელი პოზიცია უკანა სავარძლის ორი რეჟიმიდან.
ტევადი სალონი
გჭირდებათ მეტი სივრცე? ბარგის მოცულობის გაზრდის მიზნით, შესაძლებელია Renault KOLEOS-ის უკანა სავარძლების გადაწევა და 1777 ლ. ტევადობის სივრცის გამოყენება.
ნივთების შესანახი სივრცე
ჭიქის ჩასადები, გაგრილებისა და გაცხელების ფუნქციით და სხვა, ოპტიმალურად განაწილებული, შესანახი ადგილები (35 ლ.), სრულად აკმაყოფილებს თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებს.
EASYCONNECT
შეუფერხებელი კავშირი ნებისმიერი მოგზაურობისას
ისარგებლეთ თანამედროვე სალონის მრავალფუნქციური ტექნოლოგიით და გაიმარტივეთ მგზავრობა.
სრული მულტიმედიური გამოცდილება ერთ ავტომობილში
ავტომობილის სალონი აღჭურვილია 8,7- დუიმიანი ვერტიკალური მონიტორით, R-LINK 2-ის სენსორული ეკრანითა და პლანშეტით, რაც გამიზნულია ავტომობილის მოსახერხებელი მართვისთვის. ეკრანი საშუალებას გაძლევთ, მარტივად იპოვოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, მათ შორის: ნავიგაცია, ტელეფონი, მუსიკა, Android Auto™ და Apple CarPlay™ და ა.შ.
Audio Bose®-ს სისტემა
მოგზაურობა წარმოუდგენელია მუსიკის გარეშე!
KOLEOS -ის სალონი აღჭურვილია Bose®-ის 12-ინჩიანი ხმის გამაძლიერებელი აკუსტიკური სისტემით, რაც თქვენს მგზავრობას მეტად გაახალისებს.
Easy Drive
გაიმარტივეთ ყოველდღიურობა
სადაც არ უნდა მიდიოდეთ, ავტომობილის თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით, ნებისმიერ ადგილამდე მარტივად და კომფორტულად იმგზავრებთ.
პარკირების დამხმარე სისტემა
Renault KOLEOS-ის პარკირების სისტემასთან ერთად, ავტომობილის პარკირება უსაფრთხო და მარტივია. ეს სისტემა ზომავს საპარკინგე სივრცეს და ეხმარება მძღოლს მანქანის ტრაექტორიისა და მანძილის დანახვაში, რაც დარჩა დაბრკოლებამდე.
მარტივი წვდომა საბარგულთან
KOLEOS-ის გამორჩეულობა მის თითოეულ ტექნიკურ დეტალსა და პრაქტიკულ გადაწყვეტებშია. ხელში ბევრი ნივთი გიჭირავთ? მსგავს მომენტებს გაგიმარტივებთ Renault KOLEOS! უბრალოდ მიადეთ ფეხი უკანა ბამპერის ქვედა სივრცეს და საბარგული ავტომატურად გაიღება.
უსაფრთხოება
თავისუფლება მოგზაურობისას
ნებისმიერ სიტუაციაში, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, Renault KOLEOS გზებზე თქვენი საიმედო პარტნიორია.
ბრმა ზონების კონტროლი
KOLEOS-ს გააჩნია ბრმა ზონების კონტროლის ფუნქცია; ბრმა ზონის მონიტორინგის სისტემა გარე სარკეებზე ინდიკატორების ანთების გზით, აფრთხილებს მძღოლს ნებისმიერი ავტომობილის შესახებ, რომელიც შეიძლება სარკეში არ ჩანდეს.
მძღოლის მდგომარეობისა და გადაღლის მონიტორინგი
დიდი ხნის მგზავრობა და გრძელ გზაზე საჭის მართვა ენერგიას მოითხოვს. KOLEOS-ის მგზავრის გადაღლის სისტემა აანალიზებს თქვენს მოქმედებებს საჭის მართვისას და საჭიროების შემთხვევაში, გიგზავნით შეტყობინებას შესვენების აუცილებლობაზე.
მგზავრობის დროა. იმოგზაურეთ თავისუფლად და არ იფიქროთ სივცრის დაზოგვაზე.
ამწევი ელექტრო სამაგრი
ტექნიკის გადასატანად Renault KOLEOS-ის ელექტრო ამოსაწევი სამაგრი იდეალური გამოსავალია.
სახურავის საბარგული
QuickFix-ის ინოვაციური სისტემის დახმარებით, შეგიძლიათ მარტივად, ყოველგვარი დამხარე ხელსაწყოების გამოყენების გარეშე, ავტომობილის სახურავის საბარგულით გადაიტანოთ ველოსიპედი, თხილამურები და სხვა საჭირო ნივთები.
480 ლ. სახურავის საბარგული
სახურავის საბარგული საუკეთესო გამოსავალია, როდესაც ბევრი მასიური ნივთის ტრანსპორტირება გჭირდება.