EXPRESS VAN

ბიზნესის ეფექტური მუშაობისთვის
Express Van fourgonnette
60 800 ლარიდან

*დღგ-ს ჩათვლით

პრაქტიკული არჩევანი
 ავტომობილი გამოირჩევა თავის კლასში ყველაზე კომფორტული მახასიათებლებლით: მგზავრის დასაკეცი სავარძლის სივრცეში 3.7 მ3-მდე ტვირთის გადატანის შესაძლებლობა, ფართო გვერდითა (71.6 სმ) და უკანა კარი, რომელიც 180°-ით იღება. 
Express Van interior
ერგონომიული ინტერიერი
იმგზავრეთ კომფორტულად; ავტომობილი გამოირჩევა ფარტო ინტერიერით, თანამედროვე დიზაინის სავარძლებითა და სათავსოების დიდი რაოდენობით.
Express Van fourgonnette
კომფორტული და მოსახერხებელი სავარძლები
Express Van-ის სავარძლის წყალობით, რომელიც საჭის მართვის ოპტიმალურ პოზიციებს უზრუნველყოფს, ავტომობილში ყველა პირობაა შექმნილი მძღოლის კომფორტული გადაადგილებისათვის.    
Express Van cargo area
ფუნქციური და გამორჩეულად ტევადი სივრცე
 დარწმუნდით ავტომობილის ინტერიერის ფუნქციურობაში; გამოიყენეთ ავტომობილის 3.7 მ3 მოცულობის სივრცე და 2.36 მეტრი ფართობი, დასაკეცი სამგზავრო სავარძლით, ტვირთის გადასატანად.    
EXPRESS Van exterior
უფრო მეტი სივრცე
გამოსცადეთ ავტომობილის საბარგო სივრცის ტევადობა 1.91 მ. სიგრძითა და 3.3 მ3 სრული მოცულობით.     

აღჭურვა

თქვენს საჭიროებებზე მორგებული

Rear view assistant for Express Van
უკანა ხედვის კამერა
EXPRESS VAN -ის უკანა ხედვის კამერა საშუალებას გაძლევთ, მარტივად დაინახოთ სხვა ავტომობილების მოახლოება და მართოთ საჭე უსაფრთხოდ.          
Wide-angle mirror of Express Van
მზის დამრჩდილავი სარკე
 ავტომობილის ინტერიერს აქვს წინა მგზავრის მზის დამრჩდილავი, რომელიც გათვლილია თქვენი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის.   
Blind spot warning for Express Van
ბრმა ზონების სენსორი
იმგზავრეთ მშვიდად EXPRESS VAN -თან ერთად. თუ მგზავრობისას ბრმა ზონაში აღმოჩნდით, ავტომობილის სარკეებზე არსებული სენსორი შესაბამის გამაფრთხილებელ ნიშანს მოგემთ.

ჩვენი დიზაინ გადაწყვეტები თქვენი ბიზნეს საჭიროებებისათვის
 ავტომობილში დაგხვდებათ ტევადი სივრცე ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო ტვირთისა და ნივთების გადასატანად.    

ნებისმიერი ბიზნესისთვის

მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ბიზნესს აწარმოებთ, ავტომობილის დიზაინი და ტექნოლოგიები გაგიმარტივებთ ყოველდღიურ საქმიანობას.

საკვები პროდუქტის ტრანსპორტირება
საკვები პროდუქტის ტრანსპორტირება
მალფუჭებადი ტვირთისა და საკვები პროდუქტების იდეალურ მდგომარეობაში შენახვა და ტრანსპორტირება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. გაიგეთ მეტი ჩვენს გადაწყვეტებზე, რაც მოიცავს:
  • იზოთერმულ და გაგრილების სპეციალურ სივრცეებს
  • კვების პროდუქტების სატვირთოს 
  • ამანათების ტრანსპორტირების შესაძლებლობას   
სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება
სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება
 საქმიანობთ სამშენებლო თუ გამწვანების მიმართულებით? ისარგებლეთ ავტომობილის ტრანსპორტირების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით.