სისტემა საშუალებას იძლევა გასაღების გარეშე გააღოთ და დაქოქოთ თქვენი ახალი DUSTER. დამატებითი ფუნქცია "Welcome light" კი დაგეხმარებათ იპოვოთ პარკირებული ავტომობილი მაშუქების ავტომატური ანთებით.
საჭის ელექტრო გამაძრიელებელი
ახალი DUSTER ადაპტირებულია ყველა სიტუაციაში: ქალაქში, მისი მანევრირება შეუდარებელია, რთულ რელიეფზე კი სიზუსტე ოპტიმალური. მაგისტრალზე მისი მართვა ნამდვილი სიამოვნებაა.
ავტომატური კლიმატკონტროლი
აირჩიეთ თქვენი იდეალური ტემპერატურა. ავტომატური კლიმატკონტროლის წყალობით, ახალი DUSTER-ის მართვა ყოველთვის სასიამოვნოა.
მძღოლის კომფორტი
მაქსიმალური კომფორტისათვის, მძღოლის სავარძელი რეგულირებადია სიმაღლესა და წელის არეში. საჭე სიმაღლესა და სიღრმეში მორგების ფუნქციით.
სათავსოები
ახალი DUSTER გთავაზობთ უამრავ პრაქტიკულ სათავსოს. მძღოლის სავარძლის ქვეშ მოთავსებული მოძრავი განყოფილება საშუალებას იძლევა ახლოს ვიქონიოთ ჩვენთვის აუცილებელი ნივთები.
Off-Road
ყველა გზა ხსნილია
მულტიხედვის კამერა
ახალი DUSTER-ის Media Nav სისტემასთან დაკავშირებული 4 კამერა გაჩვენებთ თუ რა ხდება თქვენს გარშემო. უკანა ხედვის კამერა ავტომატურად ირთვება უკუსვლის დროს..
DUSTER-ის გეომეტრია
მაღალი კლირენსი, გაზრდილი წინაღობის გადალახვის კუთხე, სტაბილური პლატფორმა და კომპაქტური პროპორციები ახალ DUSTER-ს საშუალებას აძლევს თავისუფლად გადაადგილდეს ნებისმიერ ტერიტორიაზე.
აღმართზე დაძვრის დახმარების სისტემა
ციცაბო ფერდობებზეც კი DUSTER უპრობლემოდ იძვრის ადგილიდან, უკან დაგორებისა ან ძრავის ჩაქრობის რისკის გარეშე.
დაღმართზე ჩამოსვლის კონტროლის სისტემა
სრიალის თავიდან აცილების მიზნით, სისტემა ინარჩუნებს მუდმივ ნელ სვლას მაღალი დახილობის კუთხის მქონე დაღმართზე ჩამოსვლისას
ტექნოლოგია
უფრო კომფორტული მართვისათვის
"ბრმა ზონის" სენსორი
დამატებითი უსაფრთხოებისათვის, ახალი DUSTER უკანა ხედვის სარკეებში არსებული ციმციმების საშუალებით გაფრხთილებთ, თქვენს გვერდით, "ბრმა ზონაში" მყოფი ავტომობილების შესახებ.
სისტემა Media Nav Evolution
სისტემა Media Nav Evolution აერთიანებს უამრავ პრაქტიკულ ფუნქციას: 4x4 რეჟიმის მონიტორი, Bluetooth ზარები, აუდიო სტრიმინგი, რადიო, ნავიგაცია, USB პორტი, ECO რეჟიმის მაჩვენებლები.. მოკლედ, აქ ყველაფერია!
კრუიზ კონტროლი და სიჩქარის შეზღუდვა
გაიმარტივეთ მართვა: განსაზღვრეთ თქვენი სასურველი სიჩქარე ან სიჩქარის ლიმიტი და იმგზავრეთ მშვიდად.
უკანა ხედვის კამერა
უკუსვლისას თქვენ ხედავთ ყველა დაბრკოლებას და ადვილად არიდებთ მათ თავს.