მართე თამამად

ჩვენ აღვჭურვეთ Renault DOKKER უსაფრთხო მუშაობისათვის აუცილებელი ყველა სისტემით.

კომფორტი

როგორც პრაქტიკული მანქანა, Renault DOKKER ერგება თქვენს საჭიროებებს და საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ კომფორტულ პირობებში.   
Renault DOKKER

გარე სარკეები

ადვილად რეგულირებადი ელექტრო სარკეები. თბობადი სარკეები ზამთარში განსაკუთრებით მოსახერხებელია.
Renault DOKKER

რეგულირებადი საჭე და მძღოლის სავარძელი

მაქსიმალური კომფორტისთვის შეგიძლიათ მოირგოთ საჭე და მძღოლის სავარძელი.
Renault DOKKER

პარკირების დახმარების სისტემა

პარკინგ კონტროლის სისტემის დახმარებით, შეგიძლიათ მშვიდად გააჩეროთ ავტომობილი სასურველ ადგილზე.

რეგულირება და მოდულურობა

მოირგეთ თქვენი სივრცე

Renault DOKKER– ში დიდი სივრცეა როგორც მგზავრებისათვის აგრეთვე თქვენი ბარგისათვის.
Renault DOKKER

კეცვადი უკანა სავარძლები

უკანა სავარძლები იკეცება 1/3 და 2/3 პროპორციით, რაც საშუალებას იძლევა სრულად გამოიყენოთ ავტომობილის სივრცე.
Renault DOKKER

ბოთლისა და ჭიქის დამჭერი

ცენტრალურ კონსოლში ინტეგრირებული ბოთლისა და ჭიქის სათავსო იცავს ინტერიერს სითხის დაღვრისგან.
Renault DOKKER

სათავსო წინა კონსოლზე

წინა კონსოლზე თქვენ გაქვთ დამატებითი სათავსო ყველაზე აუცილებელი ნივთებისათვის.
Renault DOKKER

კარის ჯიბეები

კარის ჯიბეები საშუალებას გაძლევთ ატაროთ 1.5 ლ ბოთლი.
Renault DOKKER

ტვირთამწეობა 800 ლიტრიდან 3 მ3-მდე

შეზღუდვის გარეშე ატარეთ თქვენი ბარგი! სატვირთო სივრცე, რომელიც იცვლება 800 ლიტრიდან 3 მ 3-მდე მხოლოდ თქვენთვისაა.
Renault DOKKER

უკანა გვერდითი სასრიალო კარები

პრაქტიკულია და ხელმისაწვდომი! მოდიფიკაციიდან გამომდინარე, Renault DOKKER აღჭურვილია 2 გვერდითი სასრიალო კარით. საბარგულში მოხვედრა გასართობ თამაშს ჰგავს.

ტექნიკა

გიამარტივეთ მართვის გამოცდილება საჭესთან.
Renault DOKKER

Media Nav

7 ინჩიანი სენსორული ეკრანის და საჭის ღილაკების გამოყენბით, შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიოს ან თქვენს ფავორიტ მუსიკას USB და Jack პორტების საშუალებებით. ტელეფონის დინამიკის, 2D და Bird view ეკრანი ინტუიციური ნავიგატორის წყალობით, Media Nav საშუალებას გაძლევთ კარგად გაერთოთ საჭესთან.
Renault DOKKER

R-Plug & Radio

R-Plug & Radio არის მულტიმედიური სისტემა, რომელიც ადაპტირებულია თქვენი Renault DOKKER- ისთვის. CD წამკითხავი MP3, Bluetooth, USB და TRS პორტები, მისამართების სიის სინქრონიზაციისა და საჭით მართვის ღილაკები. მუსიკის ხმების ქვეშ იმოძრავეთ.
Renault DOKKER

მექანიკურად რეგულირებადი კონდიციონერი

ძალიან ცხელა თუ ძალიან ცივა? თქვენი Renault DOKKER- ის კონდიცირების სისტემა უზრუნველყოფს სასურველ ტემპერატურას.

უსაფრთხოება

მართეთ ფრთხილად

Renault DOKKER აღჭურვილია თქვენი უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სისტემით.
Renault DOKKER

ABS

აკონტროლეთ თქვენი ტრაექტორია. თქვენი და თქვენი მგზავრების უსაფრთხოების მიზნით, ABS სისტემა უზრუნველყოფს ბორბლების მაქსიმალურ კონტაქტს გზასთან მკვეთრი დამუხრუჭების დროს. ექსტრემალური სამუხრუჭე დახმარების სისტემა, ემსახურება დამუხრუჭების მანძილის შემცირებას.
Renault DOKKER

წინა და უკანა აირბაგები

თქვენი უსაფრთხოებისთვის Renault DOKKER აღჭურვილია წინა და უკანა უსაფრთხოების ბალიშებით. თუ წინა სავარძელზე მოათავსეთ ბავშვის სავარძელი, უსაფრთხოების ბალიშების გათიშვა მარტივადაა შესაძლებელი.
Renault DOKKER

სიჩქარის შემზღუდველი

თავს კომფორტულად გრძნობთ? სიჩქარის შემზღუდველი საშუალებას გაძლევთ გადაადგილდეთ სრული კომფორტით თქვენთვის საჭირო მაქსიმალური სიჩქარის არჩევით. შეზღუდვის გააქტიურება შეგიძლიათ წინა კონსოლის ღილაკით და საჭის ღილაკით შეარჩიოთ სიჩქარე.
Renault  DOKKER

ტრაექტორიის დინამიური კონტროლი

არ გადახვიდეთ ტრაექტორიიდან, მაშინაც კი, თუ ბორბლები მოულოდნელად დაკარგავენ კონტაქტს გზასთან. მართვის დროს ESC ტრაექტორიის დინამიური კონტროლი უზრუნველყოფს თქვენს ზოლში ყოფნას.
Renault DOKKER

Isofix სისტემა

თქვენ მარტივად შეგიძლიათ დაამაგროთ ბავშვის სავარძლები უკანა სავარძლებზე რათა უსაფრთხოდ იმოგზაურეთ თქვენს პატარებთან ერთად.
Renault DOKKER

სიმაღლეში რეგულირებადი ღვედები

მართვის დროს თქვენი უსაფრთხოების და კომფორტისთვის, შესაძლებელია წინა უსაფრთხოების ღვედების სიმაღლეში რეგულირება.