ბეჭდვაგაგზავნა

საგარანტიო ვალდებულებები ავტომობილებზე


1. საერთო პირობები
დილერი გარანტიას იძლევა ავტომობილის შეუფერხებელ მუშაობაზე მათთვის განსაზღვრული საგარანტიო ვადის განმავლობაში და ვალდებულებას იღებს ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრაზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საგარანტიო ვადის პერიოდში.
საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება ბუნებრივი ცვეთით გამოწვეულ დეფექტებზე, არასწორი ექსპლოატაციით ან სერვისით, აგრეთვე ავტომობილის კოსტრუქციაში დილერთან შეუთანხმებელი ცვლილებების შეტანით გამოწვეულ დაზიანებებზე.

2. საგარანტიო ვადა
ავტომობილებზე დადგენილია შემდეგი საგარანტიო ვადები: 3 წელი ან 100 000კმ, რომელიც პირველი შესრულდება.
საგარანტიო ვადის ათვლა იწყება ავტომობილის კლიენტისათვის გადაცემის მომენტიდან (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება), რომელიც ფიქსირდება სერვის-წიგნაკში და მოწმდება დილერის ბეჭდით. გარდა ამისა სერვის-წიგნაკი უნდა შეიცავდეს სადილერო ცენტრის ბეჭდით დამოწმებულ აღნიშვნას გაყიდვის წინა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შესახებ. ამ მონაცემების გარეშე, ისევე როგორც სერვის-წიგნაკის გარეშე პრეტენზიები გარანტიაზე არ მიიღება და არ განიხილება.   

3. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები

ავტომობილის მუშაობაში რაიმე სახის შეფერხების გამოვლენის თანავე საჭიროა მიმართოთ დილერის სერვის-ცენტრს მათი აღმოფხვრის მიზნით. ავტომობილი საგარანტიო რემონტზე მიიღება თუ მფლობელი დაზიანებულ ავტომობილთან ერთად წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს: ტექნიკურ პასსპორტს, სერვის-წიგნაკს სათანადო აღნიშვნებით, რომ ავტომობილს გავლილი აქვს რეგულარული სავალდებულო ტექნიკური მომსახურება დილერის სერვის-ცენტრში.
გარანტია გულისხმობს უვარგისი ნაწილის, აგრეთვე საწარმოო დეფექტის მქონე კვანძებისა და აგრეგატების რემონტს ან შეცვლას (შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში), მათ მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკავშირებულ უფასო მომსახურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს სამუშაოები გამოწვეული იყო ავტომობილის კონსტრუქციაში დილერის ნებართვის გარეშე ცვლილებების შეტანით.
ავტომობილის საგარანტიო ვადა არ არის დამოკიდებული საგარანტიო სამუშაოებზე.
თუ ორიგინალი სათადარიგო ნაწილი შეიცვლება ავტომობილის საგარანტიო პერიოდში, მაშინ მისი საგარანტიო ვადა იწურება ავტომობილის საგარანტიო ვადის დასრულებასთან ერთად.
ავტომობილის გაუმართაობით გამოწვეული ის ძირითადი ხარჯები, როგორიცაა: სხვა ავტომობილის საიჯარო ქირა, ევაკუაციის ხარჯები, სასტუმრო ხარჯები, პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები და სხვა _ არ ანაზღაურდება.

4. საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

საგარანტიო ვალდებულებები ძალას კარგავს შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ავტომობილი არ გადიოდა სავალდებულო ტექნიკურ მომსახურებას რეგულარულად (ან საერთოდ არ გაუვლია) დილერის სერვის-ცენტრში; 
ბ) თუ ავტომობილს სერვისი და რემონტი გავლილი აქვს არა სადილერო ცენტრში;
ც) თუ ავტომობილში იქნა დამონტაჟებული დეტალები (კვანძები, აგრეგატები) ან მის კოსტრუქციაში შეტანილ იქნა მწარმოებლის მიერ არანებადართული  ცვლილებები (სერიული საბურავების შეცვლა არაორიგინალით, სერიულ ელექტრულ წრედში - სიგნალიზაციის, აუდიოსისტემის, ცენტრალური გასაღების, მინების ელ. ამწევების, და სხვა მსგავსი ელ. სისტემების მიერთება-დამონტაჟება – რომლებიც არ წარმოადგენენ სერიულ ერთეულებს და არ გააჩნიათ კონკრეტულ ავტომობილზე გამოყენების სერტიფიკატი, ან თუ აღნიშნული ცვლილების შეტანა მოხდება არასადილერო ცენტრში));
დ) თუ დეტალის დაზიანების მიზეზს წარმოადგენს: ავტომობილის ექსპლოატაცია გადაჭარბებული დატვირთვით, დილერის ნებართვის გარეშე ტუნინგის ხასიათის ცვლილებების განხორციელება (მათ შორის ძარის ელემენტების, საყრდენი აგრეგატის, ტრანსმისიისა, დაკიდებისა და სხვა), საექსპლოატაციო წესებისა და სერვისის წიგნაკით გათვალისწინებული ავტომობილის მომსახურების წესების დარღვევა;
ე) თუ ავტომობილის დეფექტურობა გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, განსაკუთრებით ავტომობილის ინტენსიური ექსპლუატაცისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწაარმოო დეფექტად 
 
5. სავალდებულო საგარანტიო სამუშაოები
ა) ზეთის შეცვლა – პირველი შეცლა 2 000 კმ-ზე; ყოველი შემდგომი ყოველ 7 000 კმ-ზე
ბ) ჰაერის ფილტრის შეცვლა ყოველ 20 000 კმ-ზე
ც) კბილანა ღვედის შეცვლა ყოველ 50 000 კმ-ზე
დ) სხვა სავალდებულო საგარანტიო სამუშაოები მოცემულია საგარანტიო სერვის-წიგნაკში, რომელიც ასახავს ქარხანა-მწარმოებლის მიერ დაწესებულ სტანდარტებს.


სამუშაოთა ნუსხა, რომლებზეც გარანტია არ ვრცელდება: 
1. დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო, აგრეთვე შემოწმება სამუხრუჭე სტენდზე;
2. საბურავების შესაბამისობა და დამონტაჟების კუთხის რეგულირება; 
3. საბურავების ბალანსირება; 
4. საწვავის დანახარჯის დადგენა; 
5. ძრავის რეგულირების კორექტირება;
6. კარებისა და ლუქის სახურავების სტანდარტული მდებარეობის შესწორება-რეგულირება, მათ მთელ პერიმეტრზე დაშორებების შემცირება სალონში ხმაურის შეძლებისდაგვარად აღკვეთის მიზნით;
7. ფარების განათების რეგულირება; 
8. საწვავის ავზის, მილგაყვანილობის, საწვავის ტუმბოს, მფრქვევანას და საწვავის სისტემის სხვა ნაწილების გაწმენდა.


ავტომებილების სათადარიგო ნაწილების ნუსხა, რომლებზეც განატია არ ვრცელდება: 
1. ნათურები 
2. ანთების სანთელი;
3. დამცველები;
4. სამუხრუჭე ხუნდები;
5. გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლი (ფრიქციონები); 
6. ზეთის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები; 
7. საბურავები; 
8. მინის მრეცხავები; 
9. ანთების საკონტაქტო ერთეულები; 
10. აკუმულატორი;
11. ავტომობილის შუშები.