ახალი Renault DUSTER : სრულყოფილი დიზაინი

ექსტერიერის დიზაინი
სტილი ნებისმიერ პირობებში
გაიცანით ახალი DUSTER: მისი მიმზიდველი დიზაინი და გამოკვეთილი შტრიხები დაუყოვნებლივ იპყრობს მზერას.
Renault DUSTER - Design extérieur - design tout-terrain
საიმედო ყველგანმავალი
ახალი DUSTER-ში ექსპრესიული დიზაინი შერწყმულია მის ძლიერ და გამოკვეთილ ხასიათთან. ამაღლებული კლირენსი, ქრომირებული ცხაური და დამცავი ელემენტები მას მატებს საიმედოობას. ამიერიდან, თქვენთვის ყველა გზა ღიაა.
Renault DUSTER - Design extérieur - nouvelle signature lumineuse avant à LED en forme de "C"
ავთენტური სტილი
განათების მარტივი დეტალიც კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ახალი DUSTER-ში გამოყენებულიაახალი C- ფორმის LED- ბრენდირებული განათება. ეს ოსტატურად შექმნილი კორპორატიული განათება არის ახალი DUSTER-ის კონცეფციის განუყოფელი ნაწილი.
Renault DUSTER - Design extérieur - barres de toit
რელინგები
ახალი DUSTER კომფორტულია ნებისმიერ ადგილას. მისი რელინგები შეესაბამება სიძლიერის უმაღლეს სტანდარტებს. მეგობრებთან ერთად დასვენებისას, შეგიძლიათ უსაფრთხოდ წაიღოთ ისეთი აღჭურვილობა, როგორიცაა თხილამურები, სერფინგის დაფები ან გარე საბარგული..

ინტერიერის დიზაინი

განახლებული, კომფორტული, ხარისხიანი და ერგონომიული ინტერიერი
Renault DUSTER - Design intérieur - banquette arrière rabattable 1/3-2/3
რეგულირებადი სავარძლები შეუდარებელი კომფორტისათვის
მოდულარული სავარძლები საშუალებას იძლევა შეცვალოთ ინტერიერი თქვენი შეხედულებისამებრ. წაიღეთ თან ყველაფერი უქმეებზე სასიამოვნოდ დასასვენებლად. სავარძლები იკეცება 1/3 და 2/3-ის პროპორციით, სალონში არსებული მრავალი სათავსო კი ნებისმიერი თავგადასავალს დაუვიწყარს გახდის.
Renault DUSTER - Design intérieur - systèmes de réglages pour le siège conducteur et le volant.
მძღოლის ერგონომიული სავარძელი
DUSTER-ის სრულიად განახლებული ცენტრალური კონსოლი და მართვის პანელი უფრო ერგონომიული გახდა. მისი მართვა გაცილებით სასიამოვნოა ახალი მძღოლის სავარძლისა და საჭის რეგულირების სისტემების წყალობით.
Renault DUSTER - Design intérieur - des rangements multi-usages
უნივერსალური სათავსოები
ახალ DUSTER-ის სალონში არის რიგი პრაქტიკული და უნივერსალური სათავსოებისა. ისინი განლაგებულია მძღოლის სავარძლის ქვეშ, კარებში და წინა სავარძლების უკანა მხარეს.